"არ დავთმობთ ბულვარს", "გაბედე შენც" - აქცია აჭარის მთავრობასთან

14 აპრილი 2021, 18:02 1294 ნახვა

"არ დავთმობთ ბულვარს", "გაბედე შენც" - ამ ლოზუნგით აჭარის მთავრობის სახლთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. 

აქციის მონაწილეები ბათუმის ბულვარში მიმდინარე მშენებლობებს აპროტესტებენ და ბულვარის ყოფილი დირექტორს სოლიდარობას უცხადებენ.

მათი განცხადებით, ირაკლი ჯინჭარაძე თავისუფალ, სამართლიან სიტყვას შეეწირა.

"ამ გადაწყვეტილებით მათ თითი დაუქნიეს ნებისმიერ საჯარო მოხელეს, თუ გაბედავთ იგივე დაგემართებათ თქვენცო. ეს მეტი არაფერი იყო თუ არა დაშინება. ხვალ და ზეგ განაშენიანების გეგმა უნდა დამტკიცდეს , არ დავუშვათ, რომ ბულვარი წაგვართვან, ჩააბეტონონ, შეჩერდით სანამ დროა"-აცხადებს აქციის მონაწილე.

"დაუშვეს ის რომ, ისეთი სახელმწიფო მოხელე, რომელმაც თქვა სიმართლე და დაგმო მანკიერება გაათავისუფლეს სამსახურიდან. ჩვენ მას სოლიდარობას ვუცხადებთ, არა პიროვნულად ირაკლი ჯინჭარაძეს, არამედ ბულვარის აწ უკვე ყოფილ დირექტორს. ჩვენ გვაქვს ჩვენი მოთხოვნები და მოწოდებები"-განაცხადა ზეინაბ დიასამიძემ.

აქციაზე სიტყვით გამოვიდა ბათუმის ბულვარის ყოფილი დირექტორი. ირაკლი ჯინჭარაძეს აინტერესებს საიდან გაიგო აჭარის მაუწყებელმა გათავისუფლების შესახებ მასზე უფრო ადრე.

"მაინტერესებს რა დავაშავე, მე მხოლოდ ვთქვი, რომ რაც არის ხალხის ის უნდა იყოს ხალხის. ბულვარი ყველასია და რატომ უნდა გახდეს ვიღაცის. თუ გინდ ეს იყოს ეკონომიკურად მომგებიანი, მინისტრის არგუმენტია, რომ აშენდეს ,,ამბასადორი'' და გადაეცეს პლაჟი კომპანიებს იჯარით. მაინტერესებს რატომ? ეს არის ძალიან პატარა სივრცე, ძალიან პატარა სანაპირო გვაქს. 

მაქვს მოთხოვნები, მაინტერესებს საიდან გაიგო აჭარის ტელევიზიამ ჩემი გათავისუფლების ამბავი ჩემზე ადრე.  მე მეორე დღეს 12 საათზე მივიღე ბრძანება და ზუსტად სიტყვა სიტყვით იყო გადაწერილი, რაც ტელევიზიამ დაანონსა. სად არის ტელევიზიიის ბორდი? წყარომ უთხრა? ეს არის ერთ-ერთი დამადასტურებელი, რომ ჩემზე არის ზეწოლა და  ეს არის შეთქმულების თეორია. თუ 2019 წლიდან დამნაშავე ვიყავი, თავის  დროზე რატომ არ მომხსნეს, რატომ არ შეეშინდათ ასეთი ბინძური ადამიანის, რომელიც  ქრთამშია გარეული, რატომ გამაჩერეს საერთოდ"- განაცხადა სიტყვით გამოსვლისას ირაკლი ჯინჭარაძემ.

აქციის მონაწილეებმა ცოცხალი ჯაჭვი გააკეთეს, იმის ნიშნად, რომ ბათუმის ბულვარს ხელჩაკიდებული დაიცავენ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი