ნიკა მელიას პატიმრობაში დატოვების შემდეგ რა პერსპექტივა აქვს ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის დიალოგს? ოპოზიციის შეფასებით, პოლიტიკური კრიზისის და მორიგი ჩაშლილი მედიაციის ფონზე ნიკა მელიას ციხეში დატოვებით "ქართულმა ოცნებამ" დიალოგის პროცესი კიდევ უფრო ჩიხში შეიყვანა. უმრავლესობის წევრები კი ფიქრობენ, რომ ოპოზიციის ნაწილს რადიკალური ფრთისგან გათავისუფლების მცდელობა აქვს, რაც პარლამენტში მათ შესვლას დააჩქარებს.