ბულვარის ყოფილი დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლებას რამდენიმე დღის წინ საკრებულოზე მის მიერ გაკეთებულ ხმაურიან განცხადებას უკავშირებენ ოპოზიციაში. მირდატ ქამადაძე აუდიტის დასკვნის სამართლებრივ ფაქტორს გამორიცხავს და ამბობს, რომ იგი განსხვავებული აზრის გამო დაისაჯა. იმავეს აცხადებენ სამოქალაქო აქტვისტებიც, რომელთაც, როგორც ამბობენ, ირაკლი ჯინჭარაძის გათავისუფლების მოლოდინი საკრებულოს სხდომაზევე გაუჩნდათ.არაფერს ამბობენ ბათუმის საკრებულოს „ქართული ოცნების“ წევრები. საკითხზე კომენტარი გააკეთა უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, რომელიც ამბობს, რომ ჯერ გათავისუფლების ოფიციალურ მიზეზს უნდა გაეცნოს.