უკრაინის პრეზიდენტის ვლადიმერ ზელენსკის განცხადებით, რუსეთის შეჭრა "ძალიან რეალური შესაძლებლობაა", რისთვისაც უკრაინა ემზადება. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ანტონი ბლინკენმა კვირას განაცხადა, რომ რუსეთის ქმედებებთან დაკავშირებით ”რეალური შეშფოთება“ არსებობს. „არსებობს კითხვა, გააგრძელებს თუ არა რუსეთი აგრესიულ და დაუფიქრებელ ქმედებას“ თუ ეს მოხდება, აშშ-ის პრეზიდენტმა ცხადად თქვა, რომ ამას მოჰყვება საფასური და შედეგები,“- აღნიშნა სახელმწიფო მდივანმა. მოსკოვი ამტკიცებს, რომ მისი ჯარი რუსეთის ტერიტორიაზე, დაგეგმილი სამხედრო წვრთნების ფარგლებში გადაადგილდება.