გირჩის გზა პარლამენტში 7-დან 1 მოთხოვნაზე გადის

12 აპრილი 2021, 20:08 1125 ნახვა

პარლამენტში შესვლის წინაპირობად პარტია „გირჩი“ აყენებს მოთხოვნებს, ყველა შემდგომი არჩევნები სრულად პროპორციულად ჩატარდეს. პირველი ინსტანციის მოსამართლეები პირდაპირი წესით აირჩიონ და ბრალდებულმა თავად გადაწყვიტოს რომელი მოსამართლე გაასამართლებს, ასევე მოხდეს მარიხუანის სრული ლეგალიზაცია. თუ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, ოპოზიციონერი კოლეგებისგან განსხვავებით, „გირჩის“ ბოიკოტი  განსხვავებული იქნება.

როგორც ამბობენ, არ აპირებენ ხელფასისა და პარტიული დაფინანსების აღებას, საპარლამენტო სესიებში მონაწილეობას, მათ შორის არც ერთ მივლინებაში და არც ერთ საერთაშორისო ვიზიტში, თუმცა  სურთ პარლამენტის წევრის იმუნიტეტი, იარაღის ტარებისა და პრესბანერთან დგომის უფლება.

„გირჩის“ მოთხოვნები გაუგებარია ოპოზიციის ნაწილისთვის და  მმართველი პარტიისთვის.

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი