დასავლეთ ავსტრალიას ტროპიკულმა ციკლონმა გადაუარა. მესამე კატეგორიის ქარიშხალი, ქალაქ კალბარის მიმდებარე ტერიტორიას დაატყდა თავს და ქარის სიჩქარემ საათში 170 კმ-ს მიაღწია. მოსახლეობის ინფორმაციით, სტიქიის შედეგად დაინგრა სახლები, წაიქცა ხეები და დაზიანდა ელექტროგადამცემი ხაზები. მეტეოროლოგიის ბიუროს განცხადებით, ქარიშხალი შესუსტდა, თუმცა მისი გაძლიერება დღესაც მოსალოდნელია. შტატის სამხრეთ-აღმოსავლეთის რამდენიმე ქალაქი კვლავ „წითელი განგაშის ქვეშ" რჩება, რაც ნიშნავს, რომ ხელისუფლება მოსახლეობას თავშესაფრებში გადასვლას ურჩევს.