ფართომასშტაბიანი აკრძალული ღონისძიება თბილისში ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ დაწესებულებაში გაიმართა. შრომის ინსპექციამ დანაშაულებრივ სქემას მიაკვლია. ბექა ფერაძის განმარტებით რეგულაციების უხეში დარღვევით ასობით ადამიანი იყო შეკრებილი.
უწყებამ დარღვევის სულ 322 ფაქტი გამოავლინა. სწორედ ხალხმრავალ შეკრებებს უკავშირებენ ეპიდემიოლოგები გაზრდილ კლასტერებს. სპეციალისტების ნაწილი პასუხისმგებლობას მთავრობას აკისრებს, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ მესამე ტალღა დაიწყო და გავრცელების საფრთხე მოქალაქეების თვითშეგნებაზეა დამოკიდებული.