ვიდრე სინოდის სხდომა გაიმართება, ჭყონდიდის ეპარქიაში დასჯილები ეპისკოპოსის გადაწყვეტილებას უნდა დაემორჩილონ. სწორედ სინოდზე განიხილება მეუფე პეტრეს საკითხიც.
დღეს მაღალი იერარქების შეხვედრისას დადგინდა, რომ ჭყონდიდში არსებული დაპირისპირება ეკლესიის წინააღმდეგ ამბოხია.
საპატრიარქოში იმყოფებოდა სალხინოს მონასტრის ახალი წინამძღვარი, რომელსაც ეპარქიიდან გაშვებული სასულიერო პირები წირვის ჩატარების საშუალებას არ აძლევენ.
სინოდალური კომისიის დაკომპლექტება ჯერ არ დასრულებულა, მაგრამ მუშაობა მღვდელმთავრებმა დაიწყეს.