ზელენსკი კონფლიქტის ზონაში ჩავიდა

08 აპრილი 2021, 15:51 805 ნახვა

უკრაინის პრეზიდენტი დონბასში ჩავიდა. ზელენსკი  კონფლიქტის ზონაში მოწინავე პოზიციებს მოინახულებს, სადაც ბოლო დროს სისტემატურად ირღვევა ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი და მოწინააღმდეგე მხარის მიერ გახსნილ ცეცხლს ემსხვერპლნენ უკრაინელი სამხედროები და მშვიდობიანი მცხოვრებლები. ბოლო ორი კვირის განმავლობაში დონბასში ვითარების ესკალაციის შედეგად 11 უკრაინელი სამხედრო გარდაიცვალა. უკრაინის პრეზიდენტის  თქმით, როგორც მთავარსარდალს,  სურს, რთულ პერიოდში უკრაინელი ჯარისკაცების გვერდით იყოს. "როგორც მთავარსარდალს მსურს, დონბასისთვის რთულ პერიოდში უკრაინელი ჯარისკაცების გვერდით ვიყო. გამწვავების ადგილებთან მივემართებით", - დაწერა მან "ტვიტერზე".

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში