ბათუმში მშენებარე სახლის ნგრევის შედეგად დაშავებული ერთ-ერთი კაცის მდგომარეობა ექიმების შეფასებით ამ დროისთვის მძიმეა, საჭირო გახდა ქირურგიული ჩარევაც. რაც შეეხება დანარჩენ 5 დაშავებულს, მათ კლინიკები უკვე დატოვეს. უბედური შემთხევა გუშინ შუადღისას მოხდა. სამშენებლო სამუშაოების დროს სახლი მთლიანად ჩამოინგრა. დაიღუპა ერთი ადამიანი და დაშავდა 6-ი. მომხდარის მიზეზებს გამოძიება დაადგენს. ფაქტზე საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 240 -ე მუხლით აღიძრა, რაც სამთო ან სამშენებლო სამუშაოების უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.