წყნეთში შვილმა მამა მოკლა 

08 აპრილი 2021, 10:38 929 ნახვა

წყნეთში შვილმა მამა ცემით მოკლა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულია 32 წლის მამაკაცი, მას დამამძიმებელ გარემოებაში ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობა ედება ბრალად.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ოჯახური კონფლიქტის დროს, მამას ცემისას სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანებები მიაყენა, რის შემდეგაც, დანაშაულის კვალის დაფარვის მიზნით, სისხლის ლაქები გაწმინდა და სისხლიანი საოჯახო ნივთები გადამალა.

უწყების ცნობით, მიყენებული დაზიანებების შედეგად, დაშავებული მამაკაცი საკუთარ საცხოვრებელ სახლში, შემთხვევის ადგილზევე გარდაიცვალა.

დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში