დღეს ქვეყანაში ათი კლასტერია ჩამოყალიბებული, ყველა კლასტერის ეპიდაფეთქება ქორწილებიდან და ქელეხებიდან დაიწყო - ამირან გამყრელიძე

07 აპრილი 2021, 15:29 695 ნახვა

დღეს ქვეყანაში ათი კლასტერია ჩამოყალიბებული, ყველა კლასტერის ეპიდაფეთქება ქორწილებიდან და ქელეხებიდან დაიწყო - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მან კიდევ ერთხელ მოუწოდა საზოგადოებას, თავი შეიკავონ მსგავსი შეკრებებისგან. 

„დღეს ქვეყანაში, სხვადასხვა რეგიონში ათი კლასტერია ჩამოყალიბებული. ყველა კლასტერის ეპიდაფეთქება დაიწყო ქორწილებიდან და ქელეხებიდან. საზოგადოება შევთანხმდეთ რა, სოლიდარული ხომ უნდა ვიყოთ და ამ ხნის განმავლობაში თავი შევიკავოთ ამ ტიპის შეკრებებისგან. ინფექცია სერიოზულად ცირკულირებს ქვეყანაში. გვინდა ისევ ნოემბერი და დეკემბერი?"-განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი