ღამით მოძრაობის შეზღუდვის მოხსნა აბსოლუტურად გაუმართლებელია - თამარ გაბუნია

06 აპრილი 2021, 14:17 1131 ნახვა

ღამით მოძრაობის შეზღუდვა ეპიდემიის მეტ-ნაკლებად კონტროლის საშუალებას გვაძლევს, ეს ისედაც ძალაშია და ასეც უნდა დარჩეს, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე განმარტებით, შეზღუდვის მოხსნა აბსოლუტურად გაუმართლბელია.

"დღეს ეპიდემიური სიტუაცია უკიდურესად სარისკოა, ამდენად ღამით მოძრაობის შეზღუდვა ერთ-ერთი ქმედითი მექანიზმია, რომელიც შემთხვევების უკონტროლო მაჩვენებლისა და მობილობის კონტროლის საშუალებას გვაძლევს. წმინდა ეპიდემიური მდგომარეობიდან გამომდინარე, ამ შეზღუდვის მოხსნა აბსოლუტურად გაუმართლებელია. ვფიქრობ სამოქალაქო საზოგადოება უნდა იყოს პირველი, რომელიც თავად დაუჭერს მხარს საზოგადოებაში ეპიდემიის გავრცელების რისკების შემცირებას“, - განაცხადა გაბუნიამ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი