მოზარდის გარდაცვალების საქმის განხილვა ერთი თვით გადაიდო

06 აპრილი 2021, 11:58 343 ნახვა

14 წლის ნინი ცეცხლაძის საქმეზე წინა სასამართლო სხდომა ერთი თვით გადაიდო. პროკურატურამ დამატებითი მტკიცებულებების  მოსაპოვებლად დრო მოითხოვა. სასამართლოს დღეს ორი ბრალდებულის საქმეზე უნდა ემსჯელა.  გარდაცვლილის  ბაბუას ბრალად ედება წინასწარ შეცნობით ოჯახის არასრულწლოვანი წევრის მიმართ ჩადენილი მუქარა და ძალადობა, ხოლო მეორე ბრალდებულს გამოძიება მოზარდთან სექსუალური კავშირის დამყარებასა და თვითმკვლელობამდე მიყვანას ედავება.  23 წლის ბრალდებული მამაკაცის ადვოკატი არაობიექტურ გამოძიებასა და საქმეში გამოვლენილ ახალ გარემოებებზე  საუბრობს. ირაკლი შავაძის მტკიცებით, მისი დაცვის ქვეშ  მყოფი უდანაშაულოა და საქმეში სულს სხვა პირი ფიგურირებს. 

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში