აქციაზე დაკავებულთა სასამართლო გადაიდო

05 აპრილი 2021, 20:08 1181 ნახვა

3 აპრილს აქციის დროს დაკავებული აქტივისტების სასამართლო პროცესი 12 აპრილისთვის გადაიდო. მოსამართლემ  ბრალდების მხარის მოთხოვნა დააკმაყოფილა და მომდევნო პროცესი ბრალდების მხარის მიერ მოპოვებულ სამხრე ვიდეო მასალის ნახვას დაეთმობა. 

დაცვის მხარეც  დამატებითი მტკიცებულებების წარდგენას აპირებს. დღეს ის მოწმეები დაიკითხნენ, რომლებიც  აქტივისტების დაკავებაში უშუალოდ მონაწილეობდნენ.  მათ განმარტეს, რომ  მათ სხვისი დავალებით დააკავეს  გენრი დოლიძე და  გიგა ნაკაშიძე, მოწმეების მტკიცებით,ისინი  სამართალდამცველებს, უწმაწური სიტყვებით მიმართავდნენ. დაცვის მხარე მოწმეების ჩვენებებს აბსურდულს უწოდებს.

3 აპრილს ე.წ. კომენდატის საათის გაუქმების მოთხოვნით, ბათუმსა და თბილისში აქცია გაიმართა, რა დროსაც სამი მოქალაქე დააკავეს. გენრი დოლიძე, მუსიკოსი გიგა ნაკაშიძე და ,,გირჩის’’ წარმომადგენელი ირაკლი კუკანია, რომელიც მალევე გაათავისუფლეს ხელწერილით.

ქეთევან კაცაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი