ქედაში მიმდინარე წელს 30-მდე შიდა სასოფლო გზა მოწესრიგდება

04 აპრილი 2021, 20:05 987 ნახვა

დაზიანებული გზები ქედის რამდენიმე სოფელში, აბუქეთაში ერთ-ერთ უბანს ხუთი ოჯახი ამორტიზებული გზის საშუალებით უკავშირდება,ცუდი ამინდის დროს კი იქ გასვლა მანქანებსაც უჭირთ, რთული მდგომარეობაა ცხმორისის შიდა სასოფლო გზაზე, როგორც ადგილობრივები ამბობენ, სოფელი ტურისტებისთვის მიმზიდველია მოუწესრიგებელი სოფლის გზა კი დიდ დისკომფორტს ქმნის. ასევე უგზოობის გამო მოსახლეობას ზამთრობით უჭირს შეშით მომარაგება.

მერიაში ამბობენ, რომ შიდა საუბნო გზების მოსაწესრიგებლად თანხა გათვალისწინებულია და ოცდაათამდე გზის მოწესრიგება იგეგმება.. ქედის ბიუჯეტიდან წელს 500 ათასი ლარი გამოიყოფა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში