ბათუმში ნარკოდანაშაულისთვის ორი ადამიანი დააკავეს, მათ შორის ერთი უცხო ქვეყნის მოქალაქეა. მათ ბრალად განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა ედებათ ბრალად.
„სამართალდამცველებმა ბათუმში, ერთ -ერთი ბრალდებულის პირადი და დროებითი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას , ნივთმტკიცების სახით ამოიღეს „სუბოქსინის“ 303 აბი. მეორე დაკავებულის სატვირთო ავტომობილის ჩხრეკისას კი „სუბოქსინის“ 112 აბი.დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.