პოლიციამ ბათუმში აქცია "დაუმორჩილებლობის წვეულების" რამდენიმე მონაწილე დააკავა

04 აპრილი 2021, 01:43 2155 ნახვა

ბათუმში, მოძრაობა "სირცხვილიას" ოფისთან პოლიციამ რამდენიმე მოქალაქე დააკავა. აქციის მონაწილეების თქმით, პოლიციის თანამშრომლებმა ისინი ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე წაიყვანეს.

მოგვიანებით პოლიციის თანამშრომლებმა აქციის მონაწილეებს განუმარტეს, რომ დაკავებულები პოლიციელებისთვის წინააღმდეგობის გაწევის გამო გადაიყვანეს იზოლატორში და გადაწყვეტილება სასამართლომ უნდა მიიღოს.

"სირცხვილიას" წარმომადგენლებმა ბათუმში აქცია 21 საათზე დაიწყეს. ისინი კომენდანტის საათის გაუქმებას მოითხოვდნენ. ამბობენ, რომ გადაადგილების უფლების შეზღუდვა მოქალაქეებს პრობლემებს უქმნით.

აქციაზე შეკრებილები, პროტესტის ნიშნად მთელი ღამის განმავლობაში მუსიკითა და ცეკვით კომენდანტის საათის უგულებელყოფას გეგმავდნენ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში