გურამ დოჩანაშვილი გარდაიცვალა

03 აპრილი 2021, 18:50 912 ნახვა

ახლა საღამოს 18 საათი და 19 წუთია და ყველაფერი გენიალურად აღარაა, დღეს გურამ დოჩანაშვილი გარდაიცვალა. 82 წლის მწერალი, გუშინ კლინიკა ნიუ ჰოსპიტალში გადაიყვანეს სადაც რეანიმაციაში მოათავსეს, მისი მდგომარეობა მძიმე იყო და მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა. სამწუხაროდ დღეს მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

ქართული ლიტერატურის ბოლო კლასიკოსის, მეოცე საუკუნის ერთ-ერთი საუკეთესო ქართველი მწერლის პირველი ნაწარმოები ჯერ კიდევ 60-იანი წლების დასაწყისში დაიბეჭდა, საყოველთაო დიდება კი მას „სამოსელმა პირველმა“ მოუტანა, გენიალურმა რომანმა, რომელიც არაერთ ენაზე ითარგმნა, გურამ დოჩანაშვილი ამბობდა, მთავარია თუ როგორ მოკვდები და რის ჩადენას მოასწრებ - წავიდა და ეპოქაც დასრულდა. ჩვენი მაუწყებელი თანაუგრძნობს მის ოჯახს და მწერლის ყველა მოყვარულს

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი