ხელვაჩაურის ერთ-ერთ ბაღში დაკვამლიანება იყო, რის გამოც ბავშვებსა და აღმზრდელებს შენობის დროებით დატოვება მოუხდათ. შემთხვევის ადგილას სახანძრო-სამაშველო ბრიგადებიც მივიდნენ, თუმცა მოქალაქეებს მაშველების დახმარება არ დასჭირდათ.
ბაღების გაერთიანების უფროსის განცხადებით, შენობის ერთ-ერთ იზოლირებულ ნაწილში, კერძოდ კი სამრეცხაოში ჩამრთველი დაზიანდა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ცეცხლი ლიკვიდირებულია და შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ბაღში სააღმზრდელო პროცესი გრძელდება.