ქვეყნის მასშტაბით 54 სკოლა სწავლების დისტანციურ რეჟიმზე იმყოფება 

02 აპრილი 2021, 13:41 1282 ნახვა

საქართველოს განათლების მინისტრის მოადგილის განცხადებით, ბოლო ერთი კვირის მონაცემებით, სავალდებულო ტესტირების შედეგად, ვირუსი მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა 0,1%-ს და მოსწავლეთა 0.02%-ს დაუდასტურდა.

ეკატერინე დგებუაძის თქმით, 2085 საჯარო სკოლიდან, სრულ დისტანციურ სწავლებაზე იმყოფება 52 საჯარო სკოლა და 121 ცალკეული კლასი. ხოლო 218 კერძო სკოლიდან დისტანციურ სწავლებაზეა ორი სკოლა და 17 ცალკეული კლასი.

ამ ეტაპზე, ქვეყნის მასშტაბით, დისტანციური სწავლების ფორმატში 91 პედაგოგი იმყოფება, რომლებიც რისკ ჯგუფში არიან. 

ეკატერინე დგებუაძე ინფიცირებულთა რიცხვის მატებას საგანგაშოდ მიიჩნევს და თითოეულ მოქალაქეს მოუწოდებს, ზედმიწევნით დაიცვას ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი პროტოკოლი, რათა მოსწავლეებმა 2020-2021 წლის მეორე სემესტრის დასრულება სკოლის შენობაში, ბუნებრივ გარემოში შეძლონ. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი