15 წელი ცოლის მკვლელობისთვის-ოჯახი ბრალის დამძიმებას ითხოვს

02 აპრილი 2021, 12:53 3271 ნახვა

მკვლელობის საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილებას აპროტესტებს დაღუპულის ოჯახი. გასული წლის ზაფხულში სურამში 30 წლის ქალი მეუღლემ საწოლში ცეცხლსასროლი იარაღით ჩაცხრილა. შემთხვევას მათი  სამი მცირეწლოვანი შვილი შეესწრო.  გორის სასამართლომ  პროკურატურის მიერ წარდგენილი სისხლის სამართლის დანაშაულის ორი მუხლი: გენდერული ნიშნით ჩადენილი და სასტიკი მკვლელობა მოუხსნა. სწორედ ამ გადაწყვეტილების გამო უფლებამონაცველი პირები და ოჯახი პროკურატურისგან გასაჩივრებას და ბრალის უვადო პატიმრობამდე დამძიმებას მოითხოვენ. მათი განმარტებით, საქმეში არსებული მტკიცებულებებით, ბრალდებულმა მძინარე ქალს 2 ცეცხლსასროლი იარაღიდან 18 ჭრილობა მიაყენა, რის გამოც სასტიკი მკვლელობის ნაწილში მისი გამართლება მიუღებელია.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი