აჭარაში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარება, სპორტისა და სპორტსმენების ხელშეწყობის მექანიზმები - ეს საკითხები აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ სპორტის დეპარტამენტის თანამშრომლებთან და სპორტული ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან სამუშაო შეხვედრაზე განიხილა. ინფორმაციას მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს, რომელშიც ასევე ნათქვამია, რომ გრძელდება მასშტაბური სპორტული ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება.
დაგეგმილია საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სპორტული მოედნების მშენებლობა და სპორტული ტურიზმის განვითარება, ასევე ახალგაზრდების სპორტით დაინტერესებისა და მათი ჩართულობის ხელშემწყობი პროექტების გაგრძელება.