ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, რუს ჟურნალისტ ვლადიმერ პოზნერს ოკუპაციის შესახებ კანონი არ დაურღვევია. პრემიერ მინისტრის თქმით, ის ასევე არის ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქე და აშშ-ის პასპორტით საქართველოს ხშირად სტუმრობს.
ირაკლი ღარიბაშვილის განმარტებით, მთავრობის დადგენილების შესაბამისად, პოზნერსა და მის თანმხლებ პირებს ჰქონდათ ე.წ. კოვიდპასპორტი და ასევე უარყოფითი პასუხი პისიარ ტესტზე.
''რაც შეეხება სტუმრების შეკრებას თბილისის ერთ-ერთ დაწესებულებაში რეგულაციების გაუთვალისწინებლად, ეს რა თქმა უნდა ჩვენთვის ყველასთვის მიუღებელია, არის დარღვევა და შესაბამის უწყებებს ჰქონდათ მყისიერი რეაგირება. კერძოდ, დაჯარიმდა როგორც დაწესებულება, ასევე ყოველი ინდივიდი.
მოქალაქეების ერთმა ჯგუფმა პროტესტის გამოხატვა გადაწყვიტა, რითაც ისარგებლა ყველაზე დესტრუქციულმა ძალამ ,,ნაციონალურ მოძრაობამ'' და როგორც ჩვევიათ მოვლენები თავიანთი დღის წესრიგის ფარგლებში მოაქციეს. ამჯერადაც სააკაშვილის მიზანი იყო დესტრუქცია და საბოტაჟი, ჩვენი ქვეყნისთვის მაქსიმალური ზიანის მიყენება“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.