აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი რუს ჰაკერებს თანამშრომელთა ელექტრონული წერილების მოპარვაში ადანაშაულებს

31 მარტი 2021, 15:53 874 ნახვა

გასულ წელს რუსმა ჰაკერებმა სახელმწიფო დეპარტამენტის თანამშრომლების ათასობით ელექტრონული წერილი მოიპარეს. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა პოლიტიკო აშშ-ის კონგრესში წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს. ჰაკერებმა წვდომა მიიღეს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიისა და აღმოსავლეთ აზიის ბიუროების მიმოწერაზე. თუმცა ჰაკერებს სახელმწიფო დეპარტამენტის გასაიდუმლოებულ ქსელზე წვდომა არ მიუღიათ. სახელმწიფო დეპარტამენტში კიბერშეტევის მასშტაბისა და სხვა დეტალების შესახებ კომენტარს არ აკეთებენ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი