ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა კომერციული მოსყიდვის ფაქტზე, ავტოსატრანსპორტო საშუალებების პირველადი ტექნიკური ინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი ამხილეს. გამოძიების ინფორმაციით, იმის მიუხედავად , რომ ავტომანქანა ტექნიკურად და ვიზუალურად გაუმართავი იყო, ტექნიკური ინსპექტირების დადებითად გავლის ანგარიში მაინც გასცა.