კონტეინერმზიდი „ევერ გრინი“, რომელიც სუეცის არხში მეჩეჩიდან დღეს დილით მოხსნეს, ძლიერი ქარის გამო ისევ მეჩეჩზე დაჯდა და არხი გადაკეტა. პანამის დროშის ქვეშ მცურავი ტანკერი, რომელიც ჩინეთიდან ნიდერლანდებში მიემართებოდა, სუეცის არხში 24 მარტს გაიჭედა.
გემმა ძლიერი ქარისა და ქვიშის ქარიშხლის გამო კურსი შეცვალა და სუეცის არხის სამხრეთ ნაწილში ერთი ხაზი გადაკეტა. სუეცის არხის ჩრდილოეთ და სამხრეთ ნაწილებში ხაზის გახსნას 300-ზე მეტი გემი ელოდება.