აჭარაში საავტომობილო გზების გაწმენდითი სამუშაოები რამდენიმე ძირითად მიმართულებაზე დასრულდა და მოძრაობა აღდგენილია. აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინტენსიური მუშაობის შედეგად, ხულოს მუნიციპალიტეტში ღორჯომი-ლაბეიძეების უბანის და ჩაოს გზის, შუახევის მუნიციპალიტეტში ჭვანა-ცივაძეები-ქარცივაძეების და ქობულეთის მუნიციპალიტეტში ქობულეთი-ჭახათი-ცხემვლანა, ჭახათი-ნათაბიარის საავტომობილო გზების გაწმენდითი სამუშაოები დასრულებულია და საავტომობილო მოძრაობა აღდგენილია.
გაწმენდითი სამუშაოები ქედის მუნიციპალიტეტში მერისი-სიხალიძეების მიმართულებით გრძელდება. დღის ბოლომდე აღდგება ტრანსპორტის მოძრაობა.