"გადავარჩინოთ ვაშლიჯვარი"

28 მარტი 2021, 18:21 8927 ნახვა

ვაშლიჯვრის ფერდზე მიწის ნაწილი ჩავარდა.- ფოტოს თეა გოდოლაძე აქვეყნებს. გეოლოგების თქმით, ეს კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ მეწყერი დინამიკაშია და საფრთხის შემცველი. დღეს ვაშლიჯვრის  მოსახლეობამ  საპროტესტო  აქცია  გამართა. თბილისის მერიას და გარემოს დაცვის სამინისტროს მეწყრული პროცესის მართვის გამჭვირვალობისა და პროცესში მოსახლეობის ჩართულობისკენ მოუწოდა.

იქ მცხოვრებ მოსახლეობას რამდენიმე ძირითადი მოთხოვნა აქვს: მათ შორის: გამოცხადდეს მორატორიუმი ვაშლიჯვარში ყველა ტიპის მშენებლობაზე,  შეიქმნას დამოუკიდებელ ქართველ და საერთაშორისო ექსპერტთა ჯგუფი, რომელიც გამოიკვლევს ლისის ქედს სრულად, დაზიანებულ ფერდზე დამონტაჟდეს სამონიტორინგო სისტემა, რომელიც 24-საათიან რეჟიმში დააკვირდება ფერდს, შესწავლილი იყოს და გასაჯაროვდეს მთლიანად ვაშლიჯვრის უბნის გეოლოგიური ანალიზი.აქციის მონაწილეები ყველას მოუწოდებენ, ხელი მოაწერონ პეტიციას, რომელშიც წერია, რომ ვაშლიჯვრის მთლიანი მოსახლეობა ენით აღუწერელ შიშში ცხოვრობს მეწყრის გამო.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში