''ოცნების“ ოფისთან რამდენიმე აქტივისტი დააკავეს

27 მარტი 2021, 15:30 1090 ნახვა

ქართული ოცნების ცენტრალურ ოფისთან  უმრავლესობის წევრების შეხვედრის პარალელურად აქცია გაიმართა, სამართალდამცველებმა  რამდენიმე აქტივისტი დააკავეს. 

აქციის მონაწილეები ტერიტორიაზე სტიკერების გაკრას ცდილობდნენ, რისი საშუალებაც მობილიზებულმა პოლიციამ მათ არ მისცა. მათი თქმით ისინი აქციაზე „მოპარულ არჩევნებს“ აპროტესტებდნენ. ცენტრალურ ოფისში უმრავლესობის წევრების შეხვედრამდე პოლიტსაბჭოს სხდომა ჩატარდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში