დავა ბათუმის სამშობიაროსთვის დაიწყო

27 მარტი 2021, 12:20 1140 ნახვა

ბათუმის საქალაქო სასამართლო „ჩარკვიანის სახელობის ბათუმის სამშობიარო სახლის“ 31 მეწილის სარჩელს განიხილავს „ბათუმის მრავალპროფილური სამშობიარო სახლის“ წინააღმდეგ. საუბარია ბათუმში, რუსთაველის ქუჩაზე მდებარე სამშობიარო სახლზე, რომელიც აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ 2013 წელს იჯარით 2026 წლამდე გადასცა „ჩარკვიანის სახელობის ბათუმის სამშობიარო სახლს“.

ამ ორგანიზაციაში მაშინ ის ექიმები გაწევრიანდნენ, რომლებიც სამშობიაროში მუშაობდნენ. მონაწილეებმა სამშობიაროში ქვემოიჯარე შეიყვანეს – „მრავალპროფილური სამშობიარო სახლი“. ქვემოიჯარეს მილიონ 200 ათასის ლარის ინვესტიცია უნდა განეხორციელებინა და კიდევ სხვა ვალდებულებები. მოსარჩელეების თქმით, ქვემოიჯარემ ვალდებულებები არ შეასრულა და ამ კომპანიამ ბათუმის სამშობიარო სახლი უნდა დატოვოს.

ზიანის ანაზღაურება, ქვემოიჯარესთან ხელშეკრულების მოშლა და დირექტორის გათავისუფლება – ამ სამი მოთხოვნის შესრულებას ითხოვენ ახლა მოსარჩელეები, რომელთა ნაწილი უკვე ბათუმის სამშობიარო სახლის თანამშრომელიც აღარაა და თვლიან, რომ სახელმწიფო პირგასამტეხლოს მათ მოსთხოვს, რადგან მეიჯარეები თავად არიან.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი