კახა კალაძე ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო კლინიკაშია მოთავსებული

26 მარტი 2021, 21:04 1569 ნახვა

თბილისის მერი კახა კალაძე ფეისბუქის პირად გვერდზე სტატუსს ავრცელებს, სადაც წერს, რომ ამ დროისთვის თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში გამოკვლევებზე იმყოფება და დისტანციურად აგრძელებს მუშაობას. 

"მეგობრებო, უამრავი შეტყობინება მომდის, მწერენ ნაცნობები და სრულიად უცნობი ადამიანები, თუ სად ვარ და რატომ არ ვჩანვარ აქტიურად.

თავს ვალდებულად ვთვლი, მოგაწოდოთ ინფორმაცია: დამიდასტურდა ვერტებრო-ბაზილარული სინდრომი და ვესტუბულოპათია, რის გამოც ვიმყოფები სამედიცინო კვლევებზე თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში. ვმუშაობ დისტანციურ რეჟიმში და ვაგრძელებ მკურნალობას. მინდოდა, ეს ინფორმაცია ჩემგან მიგეღოთ. შეხვედრამდე“, - წერს კახა კალაძე.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი