4 თვის განმავლობაში საერთაშორისო ბაზარზე ხორბლის გაძვირების გამო ფქვილის ფასი იმდენად გაიზარდა, რომ კერძო სექტორის თხოვნის საფუძველზე მთავრობას სუბსიდიის 15 ლარამდე გაზრდა მოუწია.
ამჯერად კი კერძო სექტორის მოთხოვნით, სუბსიდიის მოცულობა მომდევნო 3 თვის განმავლობაში 20 ლარამდე გაიზრდება.
ასოციაციები ამის მიზეზად წყალსა და ელექტროენერგიაზე გაზრდილ ხარჯს ასახელებენ. პურის საცხობებს ერთ ტომარა ფქვილში 70 ლარის გადახდა უწევთ, მაშინ, როცა წლის დასაწყისში 57 ლარს იხდიდნენ.