“ახალი სკოლის პროექტი”-შეხვედრა პედაგოგებთან

26 მარტი 2021, 11:56 955 ნახვა

აჭარის სხვადასხვა სკოლის დირექტორებს, მასწავლებლებსა  და რესურსცენტრების ხელმძღვანელებს  ესტონეთის ელჩი შეხვდა. ორი ქვეყნის,  ესტონეთი - საქართველოს პარტნიორობის ფარგლებში,  განათლების სამინისტრომ დაიწყო ახალი სკოლის მოდელის დანერგვა. შეხვედრაზე პედაგოგთა კვალიფიკაციის ამაღლებაზე იმსჯელეს, ამ ნაწილში კი პროექტს სწორედ  ესტონეთი დააფინანსებს.  ახალი სკოლის მოდელი  გაიდლაინებს, ტრეინინგისა და ურთიერთ პარტიონორობის  მოდულებს, შეფასების ინსტრუმენტებსა და  ციფრულ საგანმანათლებლო რესურსებს  ითვალისწინებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი