ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, როდესაც ოპოზიცია აქციას ორი თვით ადრე აანონსებს, მიუთითებს, რომ ძალიან რთულ მდგომარეობაში არიან.
„ჩვენი ყველა დასავლელი მეგობარი, აშშ, ევროკავშირი ცალსახად მოუწოდებს ოპოზიციას, რომ იყვნენ უფრო პასუხისმგებლიანები, შევიდნენ პარლამენტში და საპარლამენტო ფორმატში გააგრძელონ საქმიანობა, რაც იქნება ერთადერთი, სწორი, ცივილიზებული საქციელი მათი მხრიდან. ეს მესიჯი არის ცალსახა. იმ ფონზე, რომ იფიქრონ პარლამენტში შესვლაზე და ამის ნაცვლად ორი თვით ადრე აანონსებენ საპროტესტო აქციას, მიუთითებს, რომ ძალიან რთულ მდგომარეობაში არიან. ასეთი პრაქტიკა მე საერთოდ არ მახსენდება სადმე იყოს. როგორც ჩანს, რაღაცა უჭირთ, პრობლემები არის“, - განაცხადა ნათია თურნავამ.
შეგახსნებეთ, რომ ოპოზიციურმა პარტიებმა 15 მაისს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე მასშტაბური აქციის გამართვა დააანონსეს.