გუდამაყარში გააქტიურებულ მეწყრულ პროცესებს გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგები სწავლობენ

24 მარტი 2021, 11:27 572 ნახვა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგები ოშპიტელი-გუდამაყრის საავტომობილო გზის მონაკვეთზე განვითარებულ მეწყრულ პროცესებს ადგილზე სწავლობენ.

"მიმდინარე წლის 23 მარტს, გუდამაყრის ხეობის დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე, ე.წ „ოშპიტლის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, ადგილი ჰქონდა კლდეზვავური ტიპის მეწყრული სხეულის ჩასახვა-გააქტიურებას, რასაც ხელი შეუწყო ბოლო დღეებში ხეობაში მოსულმა უხვმა ნალექმა.

აღნიშნულმა პროცესმა საავტომობილო გზის ჩაკეტვა გამოიწვია. რის შედეგადაც ხეობაში არსებულ დასახლებულ პუნქტებში საავტომობილო მოძრაობა შეჩერებულია.

გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგებმა სიტუაციის შეფასების მიზნით, ოპერატიულად განახორციელეს სამიზნე არეალის პირველადი კვლევები და გასცეს შესაბამისი რეკომენდაციები დამცავი ღონისძიებების, კერძოდ, გზის გაწმენდის, ფერდობზე არსებული ერთეული ლოდების ჩამოშლის და შემდგომ ფერდობის დამცავი მეტალის მავთულბადის მოწყობის შესახებ"-აცხადებენ გარემოს ეროვნულ სააგენტოში.

გუდამაყრის ხეობაში, სოფელ ოშპიტელთან გუშინ კლდე ჩამოიშალა და 22 დასახლება გარესამყაროს მოწყდა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში