კრისტიან დანიელსონი საქართველოში ბრუნდება

23 მარტი 2021, 18:03 889 ნახვა

ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან საქართველოში გამართული მედიაციის პროცესი შეჯამებულია, ახლა კი  კრისტიან დანიელსონი იმავე მისიით   საქართველოში  კვლავ   ბრუნდება.  წერს  შარლ მიშელი „ტვიტერზე“   რომელიც  ასევე  ნათქვამია, რომ დროა, ქართველი ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე, გაკეთდეს აუცილებელი კომპრომისები.

შეძლებს თუ არა მეორე მცდელობაზე  ევროკავშირის მნიშვნელოვანი ფიგურა ხელისუფლებისა და  ოპოზიციის დახმარებას, მიაღწევენ თუ არა სადავო საკითხებზე შეთანხმებას, ამას მომავალი გვიჩვენებს.

შვედი დიპლომატი საქართველოში კვირის ბოლოს ჩამოვა.   ოპოზიციაში ფიქრობენ, რომ დანიელსონის დაბრუნება საქარველოში საერთაშორისო წნეხის ნიშანია.

მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ისინი მზად არიან განახლებულ მოლაპარაკებებში ისევ ჩაერთონ და ამასთან ხაზს უსვამენ ევროკავშირის მხარდაჭერას.

ნატალი ჯახუტაშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი