დემოკრატიის გაძლიერება საქართველოში – აშშ-ის სენატში ამ საკითხზე დღეს მოსმენა გაიმართება. კონკრეტულად კი სენატის ევროპისა და რეგიონული უსაფრთხოების თანამშრომლობის ქვეკომიტეტში ჩატარდება სხდომა, რომელზეც მოუსმენენ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეებს ჯორჯ კენტსა და კარა მაკდონალდს.