დათა ვანიშვილი გარდაცვალების შემდეგ „სამოქალაქო თავდადების“ მედლით დაჯილდოვდება

23 მარტი 2021, 10:43 788 ნახვა

დათა ვანიშვილის დაჯილდოების საკითხი მისი გარდაცვალებისთანავე იქნა განხილული, პრეზიდენტის ინიციატივით, ვანიშვილი „სამოქალაქო თავდადების“ მედლით დაჯილდოვდება, – ამის შესახებ ინფორმაციას ორბელიანების სასახლის კომუნიკაციის პრესსამსახური ანა დოლიძის ვიდეომიმართვაზე პასუხად ავრცელებს.

გუშინ მოძრაობა „ხალხისთვის“ ლიდერმა სალომე ზურაბიშვილს დათა ვანიშვილისთვის „სამოქალაქო თავდადებისთვის“ ორდენის მინიჭებისკენ მოუწოდა.

„დათა ვანიშვილის დაჯილდოების საკითხი პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მისი გარდაცვალებისთანავე იქნა განხილული. პრეზიდენტის ინიციატივის თანახმად, დათა ვანიშვილი სიკვდილის შემდეგ „სამოქალაქო თავდადების“ მედლით დაჯილდოვდება. დაჯილდოების ცერემონია 9 აპრილს, ორბელიანების სასახლეში გაიმართება“,- აღნიშნულია ორბელიანების სასახლის კომუნიკაციის პრესსამსახურის ინფორმაციაში.

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურვალეთში, საოკუპაციო ხაზის მიღმა, 88 წლის დათა ვანიშვილი 19 მარტს გარდაიცვალა.

2011 წელს საოკუპაციო ძალებმა დათა ვანიშვილს სახლის წინ მავთულხლართები გაუბეს. სახლი ოკუპირებულ ტერიტორიაზე დარჩა, მიწის ნაკვეთი კი საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე. დათა ვანიშვილი მცოცავი ოკუპაციის სიმბოლოდ იქცა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი