ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრაცია 19 200-მდე აბიტურიენტმა გაიარა

22 მარტი 2021, 15:38 1094 ნახვა

ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ამ ეტაპზე 19 200-მდე აპლიკანტი დარეგისტრირდა, რეგისტრაციის ვადა 31 მარტს იწურება. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის, სტუდენტთა საგრანტო კონკურსისთვის, საერთო სამაგისტრო გამოცდისთვის, ასევე მასწავლებელთა საგნის გამოცდისა და პროფესიული კომპეტენციის დასადასტურებლად რეგისტრაცია, პირველი მარტის 10 სთ-დან დაიწყო და 31 მარტს, 18:00 სთ-ზე დასრულდება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში