სოფელ ყინჩაურაში ხანძრის შედეგად დაზარალებულ ოჯახს აჭარის მთავრობა გაუწევს დახმარებას-ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს.
ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ყინჩაურაში საცხოვრებელი სახლი და დამხმარე ნაგებობა დაიწვა. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.
"დაზარალებულ ოჯახს აჭარის მთავრობა დახმარებას გაუწევს, მუნიციპალიტეტის მერია კი უზრუნველყოფს ოჯახის ქირით გაყვანას. ხანძარი ლიკვიდირებულია"- აცხადებენ აჭარის მთვრობაში.