სოფელ ხურვალეთში საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები, ოკუპაციის სიმბოლოდ ქცეული-დათა პაპას სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს. დილიდან მავთულხლართებთან პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები და სამოქალაქო აქტივისტები მივიდნენ.
მათ ადგილზე ყვავილები მიიტანეს და გარდაცვლილის ოჯახს მიუსამძიმრეს. დათა ვანიშვილი, იგივე დათა პაპა 19 მარტს, 88 წლის ასაკში გარდაიცვალა. იგი დღეს უნდა დაეკრძალათ, თუმცა ოჯახის გადაწყვეტილებით, ხვალისთვის გადაიდო. სავარაუდოდ, საოკუპაციო რეჟიმი ხვალ ე.წ. საზღვარზე გადასვლის უფლებას მხოლოდ ოჯახის წევრებს მისცემს.