რესპირატორული ჩივილები ბავშვებში მომატებულია. ინფექციონისტები ამას სასწავლო წლის დაწყებას უკავშირებენ, თუმცა ინფექციური დაავადებების რიცხვი გასულ წელთან შედარებით გაცილებით შემცირებულია.
ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრში ამბობენ,რომ ბავშვებში ა და ბ ტიპის ვირუსები ფაქტობრივად აღარ ცირკულირებს, რაც როგორც ინფექციონისტები ამბობენ, ჰიგიენური ნორმების დაცვამ, პირბადის ტარებამ და და ზოგადად კოვიდ -19- ის გამო გატარებულმა ღონისძიებებმამ განაპირობა.