საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანელები ხვალ ნოვრუზ ბაირამს აღნიშნავენ

20 მარტი 2021, 18:15 1090 ნახვა

ხვალ ნოვრუზის დღესასწაული აღინიშნება. იგი გაზაფხულის შემოსვლის, ბუნების გაღვიძების, სიცოცხლის განახლების მომასწავებელია. 2009 წლის 28 სექტემბერს იუნესკოს სამიტზე ნოვრუზი ოფიციალურად იქნა შეტანილი კაცობრიობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სიაში, ხოლო 2010 წელს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ნოვრუზი საერთაშორისო დღედ გამოაცხადა.

დღესასწაულთან დაკავშირებით სახალხო დამცველი მთავრობას მოუწოდებს, ხვალისთვის გააუქმოს გადაადგილების შეზღუდვა, რათა ეთნიკურმა უმცირესობებმა  დღესასწაული ტრადიციული ფორმით აღნიშნონ. ნინო ლომჯარიას აპარატი ხაზს უსვამს, რომ მსგავსი პრაქტიკა ქვეყანაში უკვე გვაქვს.

საქართველოს მთავრობას აზერბაიჯანული თემის წარმომადგენლებმა და აქტივისტებმა 18 მარტს ოფიციალური წერილით მიმართეს. ხელისუფლებამ მის დაკმაყოფილებაზე უარი თქვა. საქართველოში მცხოვრებ აზერბაიჯანელებს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა ნოვრუზ ბაირამი მარნეულიდან მიულოცა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი