ევროპის 10-მდე ქვეყანა „ასტრაზენეკის“ ვაქცინის გამოყენებას დღეიდან განაახლებს

19 მარტი 2021, 12:03 1102 ნახვა

იტალია მოქალაქეების აცრას ასტრაზენეკას ვაქცინით დღეიდან განაახლებს. ქვეყანამ ამ პრეპარატით აცრები ორშაბათს შეწყვიტა. ვაქცინაციის განახლების გადაწყვეტილება იტალიაში მას შემდეგ მიიღეს, რაც ევროპის წამლის სააგენტომ ვაქცინა უსაფრთხოდ და ეფექტიანად გამოაცხადა. ასტრაზენეკას პრეპარატით ვაქცინაციის განახლებას გეგმავს კვიპროსი, ესპანეთი, პორტუგალია, ნიდერლანდები, გერმანია, იტალია, საფრანგეთი, ლატვია და ლიეტუვა. აცრების განახლებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მოგვიანებით მიიღებენ ირლანდია და შვედეთი. კოვიდ19-ის შემთხვევების მატების გამო კარანტინი ცხადდება საფრანგეთის რამდენიმე რეგიონში. 20 მარტიდან სამკვირიანი ლოკდაუნი ამოქმედდება უკრაინის დედაქალაქ კიევში, მომდევნო კვირიდან კი ბულგარეთში სკოლები, რესტორნები და სავაჭრო მოლები მუშაობას შეაჩერებენ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი