ყველაფერი გაკეთდება მისი სიცოცხლის გადასარჩენად - ლევან რატიანი 27 წლის ექთანზე

18 მარტი 2021, 22:51 1899 ნახვა

ჩატარდა ყველა კვლევა, რაც პროტოკოლით არის გათვალისწინებული, მიმდინარეობს დამატებითი კვლევები, ყველაფერი გაკეთდება ამ სიცოცხლის გადასარჩენად. ამის შესახებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელმა, ლევან რატიანმა ახალციხიდან გადმოყვანილი ექთნის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე განცხადებით, ამ ეტაპზე 27 წლის ექთნის მდგომარეობა ფასდება როგორც მძიმე.

„არის ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზე, ჰემოდინამიკა არასტაბილურია, ჩატარდა ყველა კვლევა, რაც პროტოკოლით არის გათვალისწინებული, მიმდინარეობს დამატებითი კვლევები. ყველაფერი გაკეთდება ამ სიცოცხლის გადასარჩენად.

რაც შეეხება კვლევებს, ჩატარდა როგორც ინსტრუმენტული, ასევე კლინიკური კვლევები, ლაბორატორიული კვლევების მონაცემები მნიშვნელოვანი ცვლილებების გარეშე, რადგან აქ იყო დაუზუსტებელი შოკი. გაკეთდა ინექცია და ვერ გეტყვით, რამ გამოიწვია ყველაფერი, დადასტურებისთვის უფრო ღრმა კვლევებია ჩასატარებელი. ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება სწრაფად იქნას გამოყვანილი პაციენტი შოკური მდგომარეობიდან და რაც შეიძლება სწრაფად დაიწყოს მისი გამოჯანმრთელება“, - განაცხადა რატიანმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი