გარემოვაჭრეების აქცია და მოთხოვნები

18 მარტი 2021, 15:29 869 ნახვა

საპროტესტო აქცია ბათუმის მერიასთან. გარემოვაჭრეებს მერის მოვალეობის შემსრულებელთან შეხვედრა სურთ. არჩილ ჩიქოვანისგან ფალავანდიშვილის ქუჩაზე გარე ვაჭრობის ნებართვის მიღებას ითხოვენ და ამბობენ, რომ პანდემიის დროს იძულებული გახდნენ გარევაჭრობა გაეგრძელებინათ. თუმცა, ამისთვის ისინი 500-500 ლარით დაჯარიმდნენ, აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ისინი ჯარიმის გადახდას ვერ შეძლებენ. შეგახსენებთ, გარე მოვაჭრეებს ალტელნატიული ფართი ბათუმის მერიამ გასულ წლებში ავტოსადგურის ტერიტორიაზე მისცა, თუმცა როგორც მოვაჭრეები ირწმუნებიან, აქ პროდუქციის რეალიზაციას ვერ ახერხებენ. დღეს გარე მოვაჭრეებს მერიის წარმოამდგენლები შეხვდნენ, სადაც ხმაური იყო. მერიაში განმარატვენ, რომ მოვაჭრეებს ფალავანდიშვილის ქუჩაზე ვაჭრობის ნებართვას არ მისცემენ. მოვაჭრეები მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში მასშტაბურ აქციებს აანონსებენ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი