მოქალაქეები გარევაჭრობის ნებართვას ითხოვენ და ბათუმის მერიასთან აქციას მართავენ 

18 მარტი 2021, 13:53 878 ნახვა

ბათუმის მერიასთან გარემოვაჭრეები საპროტესტო აქციას მართავენ. ისინი მერის მოვალეობის შემსრულებელთან არჩილ ჩიქოვანთან შეხვედრას ითხოვენ.

მოქალაქეები ფალავანდიშვილის ქუჩაზე გარე ვაჭრობის ნებართვას ითხოვენ. ამბობენ, რომ ავტოსადგურის ტერიტორიაზე საქონლის რეალიზაციას ვერ ახერხებენ.

აქციის მონაწილეების თქმით, გარევაჭრობისთვის 12 მარტიდან სამი მოვაჭრე 500-500 ლარით დააჯარიმეს.

ბათუმის მერიის კომენტარს მოგვიანებით შემოგთავაზებთ.

ფალავანდიშვილის ქუჩაზე გარევაჭრობა რამდენიმე წლის წინ აიკრძალა. მოქალაქეებს ავტოსადგურის ტერიტორიაზე გადასვლა შესთავაზეს. 

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში