მომავალი წლის მთავარ ფინანსურ დოკუმენტს უმაღლესი საბჭოს დეპუტატების არსებული შემადგენლობა განიხილავს. რეგიონის ბიუჯეტის პროექტი მთავრობამ საკანონმდებლო ორგანოს უკვე გადაუგზავნა. დოკუმენტი განსახილველად ჯერ კომისიებში ჩაეშვება, რომლის შემდეგაც შენიშვნების ფურცელს შეიმუშავებენ. ამ საკითხზე ცოტა ხნის წინ ბრიფინგი ჰქონდა უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს.