ხვალიდან სკოლებში სწავლა განახლდება

14 მარტი 2021, 15:36 1587 ნახვა

საგაზაფხულო არდადეგებიდან  საკლასო ოთახებში დაბრუნებულ მოსწავლეებს, მასწავლებლებსა და ადმინისტრაციულ პერსონალს უსაფრთხო სასწავლო გარემო დახვდება. სწავლის განახლების წინ, ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ქვეყნის მასშტაბით სკოლებში მასწავლებლებისა და ადმინისტრაციული პერსონალის სავალდებულო  სისტემური ტესტირება ჩატარდა.

სკოლები სრულად არის აღჭურვილი სადეზინფექციო ხსნარებითა და ყველა საჭირო ინვენტარით. მშობლებს კვლავ ექნებათ დისტანციური სწავლების ფორმატის არჩევის შესაძლებლობა. 15 მარტიდან მუშაობას ასევე განაახლებენ სკოლებთან არსებული სახელოვნებო და სპორტული წრეები.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი